რა პირობით აწვდის აშშ, უკრაინას იარაღს?

რა პირობით აწვდის აშშ, უკრაინას იარაღს?

1915961
რა პირობით აწვდის აშშ, უკრაინას იარაღს?

ამერიკის შეერთებული შტატები იტყობინება, რომ უკრაინას იარაღს იმ მიზნით არ აწვდის, რომ იგი საზღვრებს მიღმა გამოიყენოს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე უკრაინის არმიის მიერ დასავლეთ რუსეთში ავიაბაზაზე თავდასხმის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ, განაცხადა, რომ აშშ და მსოფლიო უკრაინას იარაღს მხოლოდ მისი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის და ასევე რუსეთისგან თავის დასაცავად მიაწვდიან.

„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი. ამის შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმაც ნათლად განაცხადა. ჩვენ უკრაინას არ მოვუწოდებთ, განახორციელოს თავდასხმები მის საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით დასავლეთ რუსეთში მდებარე სამი საჰაერო ბაზა დაბომბა.


საკვანძო სიტყვები: #მიზანი , #იარაღი , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები