რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთთან ომში?

მიხაილ პოდოლიაკი განცხადებას ავრცელებს

1913980
რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთთან ომში?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში, რომელიც მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო, დღემდე  10-დან 13 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მან ამის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მეორეს მხრივ, ევროკავშირის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორი დღის წინ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სავარაუდოდ, ომის დაწყებიდან დღემდე, 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-ზე მეტი წევრი დაიღუპა“. უკრაინის გენშტაბმა კი დერ ლაიენის ეს განცხადება არ დაადასტურა რა, მან ვიდეომიმართვას რედაქტირება გაუკეთა, რომლიდანაც  ამოღებულ იქნა ის ნაწილი, რომელშიც იგი რუსეთთან ომში უკრაინის დანაკარგებზე საუბრობს.

უკრაინის არმიას დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გაუვრცელებია.



მსგავსი ინფორმაციები