ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა

1912476
ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა

პალესტინაში, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პალესტინის მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების ტყვიით თავის არეში მძიმედ დაიჭრა, ქალაქ ალ-ხალილის მახლობლად, ყველა მცდელობის მიუხედავად მაინც გარდაიცვალა. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ კი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ალ-ხალილის მახლობლად მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაშავებული 22 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილი. მათივე თქმით, დაშავებულებიდან 9-ს ცოცხალი ტყვია მოხვდა, 5-ს პლასტმასის ტყვია, 8 ადამიანი კი ცრემლსადენი გაზით დაშავდა.

ცნობისათვის, ქალაქ ალ-ხალილის მახლობლად სამხედრო კოშკის აშენების მსურველ ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება.



მსგავსი ინფორმაციები