იენს სტოლტენბერგი რუსეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

იენს სტოლტენბერგი რუსეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

1912267
იენს სტოლტენბერგი რუსეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს ზამთრის სეზონი უკრაინის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს. იენს სტოლტენბერგმა,  ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც დღეს და ხვალ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

სტოლტენბერგის თქმით, მინისტერიალზე განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის შესაძლო გზების მოძიება.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ პუტინის გამარჯვება. ეს მას, მიზნების მიღწევაზე ძალის გამოყენების შესაძლებლობის სურვილს გაუჩენს. სავარაუდოდ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ელექტრო ქსელზე, ბუნებრივ აირსა და ძირითადი სერვისების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. ეს კი იმის ნათელი მაგალითია, რომ პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს, უკრაინის წინააღმდეგ“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.



მსგავსი ინფორმაციები