ისრაელში ორი აფეთქება მოხდა

ისრაელში ორი აფეთქება მოხდა

1909893
ისრაელში ორი აფეთქება მოხდა

ისრაელში, დასავლეთ იერუსალიმში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ისრაელის პოლიციის წერილობითი განცხადების თანახმად, აფეთქებები, ავტობუსის გაჩერებებთან მოხდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა. ისრაელის პოლიცია მომხდართან დაკავშირებით მტკიცებულებების და „ეჭვმიტანილების დასადგენად“ მუშაობს.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, რომლებიც საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელში ორი აფეთქება მოხდა

მსგავსი ინფორმაციები