სლოვენიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვენიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1905897
სლოვენიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების უმრავლესობით ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ნატასა პირც მუსარი გახდა.

სლოვენიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით,  ხმების 99 პროცენტი დათვლილია, რომლის მიხედვითაც 54 წლის ნატასა პირც მუსარმა მეორე ტურში ხმების 53,86 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა - 46.14 პროცენტი. ასე, რომ ნატასა პირც მუსარი სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ცნობისათვის, რეგისტრირებული 1 მილიონ 696 ათას 893 ამომრჩევლიდან, 53 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.  

შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება.



მსგავსი ინფორმაციები