ავიაკატასტროფა ვენესუელაში

ავიაკატასტროფა ვენესუელაში

1903728
ავიაკატასტროფა ვენესუელაში

ვენესუელაში ამასონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ბოლო მონაცმებით ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პადრინო ლოპესმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამასონასის შტატში ჩამოვარდნილ C-2088 ტიპის თვითმფრინავში, ბოლივარის ეროვნული შეიარაღებული ძალების (FANB) 5 ოფიცერი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუროც გამოეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მრავალგანზომილებიანი გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები