უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა

1899744
უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.

იქვე ნათქვამია, რომ დაახლოებით 10 აფეთქების შემდეგ კიევში კვამლი გამოჩნდა.

სარაკეტო თავდასხმები ასევე დაფიქსირდა უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა 2 რაკეტის სამიზნე გახდა.

რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინაზე მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის აფეთქებაში კიევი დაადანაშაულა.

 


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #კიევი

მსგავსი ინფორმაციები