ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ გუჯარატში, ხიდის ჩამონგრევის შედეგად მდინარეში ჩავარდნილი ასეულობით ადამიანიდან 90 დაიღუპა

1899658
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ გუჯარატში, ხიდის ჩამონგრევის შედეგად მდინარეში ჩავარდნილი ასეულობით ადამიანიდან 90 დაიღუპა.

ქვეყნის დასავლეთში მდებარე გუჯარატის შტატში, დაბა მორბიში დაკიდული ხიდი ჩამოინგრა, რომელზეც სულ მცირე 500 ადამიანი იმყოფებოდა.

ინციდენტის დროს ხიდზე მყოფი ასობით ადამიანი მდინარე მაჩუში ჩავარდა და მათგან 90 დაიღუპა.

გუჯარატის პოლიციის უფროსმა აშიშ ბჰატიამ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო და ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: "სამძებრო-სამაშველო ჯგუფები დაეხმარებიან დაზარალებულებს. გუჯარატში მომხდარმა ტრაგედიამ შემაშფოთა. ჩემი ფიქრები და ლოცვები დაზარალებულ ადამიანებთანაა“.

მოდიმ ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 2430 დოლარი გადაეცემა ომხდარის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს კი დაახლოებით 600 დოლარი.


საკვანძო სიტყვები: #ჩამონგრევა , #ხიდი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები