ანკარაში ამერიკის საელჩო ეგეოსის ზღვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ანკარაში ამერიკის საელჩო ეგეოსის ზღვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1894315
ანკარაში ამერიკის საელჩო ეგეოსის ზღვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ანკარაში, ჯეფ ფლეიკიმ ეგეოსის ზღვასთან მიმართებაში ვაშინგტონის პოზიცია, საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობა ნატოს მოკავშირეებთან, თურქეთთან და საბერძნეთთან, არ ემყარება მხარის დაკავებას ან რომელიმე პარტნიორის დესტაბილიზაციას. ახლახან დამისვეს კითხვა, შეიცვალა თუ არა შეერთებული შტატების პოზიცია ეგეოსის ზღვაში უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის „არა“. ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან თურქეთთან და საბერძნეთთან არ არის დაფუძნებული რომელიმე პარტნიორის მხარის დაკავებაზე ან დესტაბილიზაციაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარება. ამჟამად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია უკრაინაში რუსეთის სასტიკი და არაგონივრული ომის დასრულებაზე. თურქეთი აგრძელებს ღირებული დახმარების გაწევას, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების წინსვლისა და უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე. ჩვენი თავდაცვის თანამშრომლობა საბერძნეთთან აძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. „პირველადი მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ნატოს მოკავშირეებთან, თურქეთთან და საბერძნეთთან, არის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელ რეგიონში“.  



მსგავსი ინფორმაციები