ვაშინგტონში უკრაინის დახმარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ

1892497
ვაშინგტონში უკრაინის დახმარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას 55 მილიარდი დოლარი სჭირდება მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და უკრაინის მთავრობამ გამართეს მეორე მრგვალი მაგიდის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების  დედაქალაქ ვაშინგტონში, რათა განეხილათ უკრაინის დახმარების საკითხი.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ.

ზელენსკიმ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მან ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მის ქვეყანას სჭირდება 38 მილიარდი დოლარი მომავალი წლის სავარაუდო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად და 17 მილიარდი დოლარი ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ მათი შეფასებით, უკრაინას დაფინანსება 2023 წელში თვეში დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარით დასჭირდება.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის შემოწირულობები უნდა გაგრძელდეს.

მისივე თქმით, აშშ-ს კონგრესმა ახლახან დაამტკიცა კიდევ ერთი 4,5 მილიარდი დოლარის საგრანტო დახმარება უკრაინისთვის და აღნიშნული დახმარების გადახდა უახლოეს კვირებში დაიწყება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისა და რესტრუქტურიზაციის საჭიროებები უზარმაზარია და ის კვლავაც იზრდება.



მსგავსი ინფორმაციები