ისრაელის ძალებმა შეიხ ომარ ალ-კისვანი დააკავეს

ისრაელის ძალებმა შეიხ ომარ ალ-კისვანი დააკავეს

1881760
ისრაელის ძალებმა შეიხ ომარ ალ-კისვანი დააკავეს

ისრაელის ძალებმა, ალ-აქსას მეჩეთის ფონდის თავჯდომარე, შეიხ ომარ ალ-კისვანი დააკავეს. იერუსალიმის ისლამური ფონდების ადმინისტრაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ძალებმა,  შეიხ ომარ ალ-კისვანის, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე სახლი დაარბიეს. ამავე ინფორმაციით, ალ-კისვანის სახლის დარბევის დროს იგიც დააკავეს. ალ-კისვანი დაკითხვის მიზნით, დასავლეთ იერუსალიმში გადაიყვანეს.

საკითხთან დაკავშირებით ისრაელის მხრიდან არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.



მსგავსი ინფორმაციები