მარინი: "ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს თურქეთთან"

მარინი: "ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს თურქეთთან"

1879483
მარინი: "ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს თურქეთთან"

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ისინი ხშირად ხვდებიან და მუშაობენ თურქეთის ოფიციალურ პირებთან, ნატოში გაწევრიანებაზე მისი ქვეყნის განაცხადის შემდეგ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებასთან დაკავშირებით.

საფრანგეთში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ, მარინმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად.

ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადისა და თურქეთთან ურთიერთობის შესახებ შეკითხვაზე, მარინმა აღნიშნა, რომ ამჟამად ნატოს წევრ ქვეყნებში განაცხადის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს და დაამატა: "ჩვენ გვინდა რატიფიკაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს ნატოს ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად განვიხილავთ დაყენებულ საკითხებს ურქეთთან და ვმუშაობთ იმ საფუძველზე, რაზეც შევთანხმდით."


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ფინეთი

მსგავსი ინფორმაციები