ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის დახმარებისა და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა

ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის დახმარებისა და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა

1877797
ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის დახმარებისა და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის, იაპონიის და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასის და ასევე საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს   ესაუბრა.

საუბრის დროს ხაზი გაესვა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ევროპისთვის გაზის იაფი და მდგრადი მიწოდების საკითხიც.



მსგავსი ინფორმაციები