ალექსანდარ ვუჩიჩი თურქეთთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

ალექსანდარ ვუჩიჩი თურქეთთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

1877215
ალექსანდარ ვუჩიჩი თურქეთთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

ალექსანდარ ვუჩიჩი: „პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთის კონსტრუქციული როლი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტია“.

ვუჩიჩმა აღნიშნული შეფასება, გუშინ სერბეთში მყოფ პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ყველას ვურჩევ თურქეთში წასვლას. ვფიქრობ, ყველამ უნდა ნახოს, რას მიაღწია ამ დიდმა ქვეყანამ ერდოღანის ხელმძღვანელობით. პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტს ბალკანეთში შუამავლობის როლი ჰქონდა. მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს გულწრფელობისთვის და იმ მნიშვნელობისთვის, რომელსაც ის ანიჭებს რეგიონს. თურქეთთან მრავალ სფეროში ვახორციელებთ პროექტებს. ასევე გვქონდა თანამშრომლობის მოთხოვნა თავდაცვის მრეწველობის სფეროში. სერბეთს სურს შეიძინოს თურქული წარმოების Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატები და ვიმედოვნებთ, რომ მას მომავალ წელს მივიღებთ. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა პრეზიდენტ ერდოღანის მასპინძლობა. თურქეთ-სერბეთის ურთიერთობების თანამედროვე ისტორიის უმაღლეს დონეზე აყვანისთვის პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა მინდა გადავუხადო“, განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.



მსგავსი ინფორმაციები