ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღით?

ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღით?

1876709
ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღით?

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა მიიღო მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეისგან. ჯონ კირბიმ Zoom-ის საშუალებით თეთრი სახლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

მან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღს ყიდის, ასე შეაფასა: „ჩვენი აზრით, ამ გაყიდვაში მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვია. მაგრამ, არ არსებობს მითითება იმისა, რომ ეს გაყიდვები დასრულებულია და ეს იარაღი იქნა გამოყენებული საველე პირობებში“.

კირბიმ დასძინა, რომ ეს შესყიდვა იმის მანიშნებელია, თუ რამდენად „უიმედო და უმწეოა“ რუსეთი უკრაინის ომში.



მსგავსი ინფორმაციები