მორიგი ტერორისტული თავდასხმა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში

მორიგი ტერორისტული თავდასხმა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში

1875915
მორიგი ტერორისტული თავდასხმა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მიერ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ეროვნული მედიის ცნობით, ბოკო ჰარამის წევრებმა ბორნოს შტატის ნგულდეს რეგიონში დილის ლოცვაზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.

ცნობისათვის, ნიგერიაში ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამი 2000-იანი წლებიდან გამოჩნდა რა, 2009 წლიდან მოყოლებული განხორციელებული თავდასხმების შედეგად 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები