ალექსანდრ დე კრუ მოსახლეობას აფრთხილებს
ალექსანდრ დე კრუ მოსახლეობას აფრთხილებს
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო 5-10 წლის ზამთარი მკაცრი იქნება ენერგო ფასების ზრდის გამო. ზეებრუგეს პორტში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას დე კრუმ განაცხადა, რომ ენერგო ფასების ზრდა ბელგიას გრძელვადიან ეკონომიკურ სირთულეებს შეუქმნის.
„მომდევნო 5-10 წლის ზამთარი რთული იქნება. ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. ზოგიერთ სექტორს ენერგორესურსების გაძვირების გამო სერიოზული პრობლემები ექმნება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სირთულეების გადალახვას შესძლებს. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს“, განაცხადა დე კრუმ.
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ლიბანს მაინც ბომბავს
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ლიბანს მაინც ბომბავს
ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას
ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას