ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

1870683
ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს, ლოგარის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

ლოგარის გუბერნატორმა მევლევი ინაიატულა შუჯამ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ წყალდიდობა გამოიწვია წინა დღეს დილით დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ.

მისივე თქმით, ლოგარის ჰოსის რაიონში მომხდარ წყალდიდობას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 32 ადამიანი დაშავდა, ხოლო 4 ადამიანი დაკარგულია.

შუჯამ აღნიშნა, რომ წყალდიდობის გამო 3 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა.

ლოგარის პროვინციის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელმა მევლევი აბდულა მუფაქკირმა აღნიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ბევრი სოფლიდან ხალხი ვერ გამოდის და მაშველებს ელოდებიან.

თალიბანის დროებითი მთავრობის კატასტროფების მართვის სამინისტროს პრესსპიკერმა მოჰამედ ნესიმ ჰაკანიმ განაცხადა, რომ 165 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად, რომელიც ქვეყანაში გასულ თვეში მოხდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში წყალდიდობის შედეგად ათასობით ჰექტარი მიწაც დაზიანდა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები