ქაბულში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1869525
ქაბულში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გუშინ, საღამოს ლოცვის დროს მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი დაიღუპა. ქაბულის პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰალიდ ზადრანმა ტელეკომპანია Tolo-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გუშინ საღამოს ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდიმ საკუთარ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში  ინციდენტი დაგმო და აღნიშნა, რომ დამნაშავეებს რაც შეიძლება მალე იპოვიან.

საკითხს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც და მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #მეჩეთი , #ქაბული

მსგავსი ინფორმაციები