პაკისტანში ნავთობის ტანკერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ ბაჰავალპურთან ახლოს ნავთობის ტანკერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

1868553
პაკისტანში ნავთობის ტანკერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ ბაჰავალპურთან ახლოს ნავთობის ტანკერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაჰორიდან ყარაჩიში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ნავთობის ტანკერს შეეჯახა ქალაქ ბაჰავალპურთან მას შემდეგ, რაც მისმა მძღოლმა კონტროლი დაკარგა.

შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

შემთხვევის შემდეგ რეგიონში ბევრი მეხანძრე-მაშველი და სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები