ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

1863661
ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

ჩინეთის არმიამ ტაივანის სრუტეში, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ამ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ ფართო მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) აღმოსავლეთ ფრონტის სარდლობამ გაავრცელა.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნები, რომელშიც საზღვაო და საჰაერო ელემენტები არიან ჩართული, კუნძულის ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ხორციელდება. წვრთნები, რომელიც სავარაუდოდ 7 აგვისტომდე გაგრძელდება, დე ფაქტო ბლოკადა შექმნა კუნძულის გარშემო, სადაც ჩინეთის სუვერენიტეტის კონფლიქტშია.

მეორეს მხრივ, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პელოსის წასვლის შემდეგ ტაივანის კუნძულ კინმენზე ჩინეთის არმიის დრონი გადაფრინდა.

ცნობისათვის, 1950-იანი წლების შემდეგ კინმენის თავზე არც ერთ ჩინურ თვითმფრინავს არ განუხორციელებია ფრენა.  


საკვანძო სიტყვები: #წვრთნები , #ტაივანი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები