იტალიაში სამთავრობო კრიზისი გრძელდება

მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

1857768
იტალიაში სამთავრობო კრიზისი გრძელდება

იტალიაში გასულ კვირას დაწყებული სამთავრობო კრიზისი ღრმავდება.  მას შემდეგ რაც კოალიციის სამმა პარტიამ გუშინ პარლამენტში მხარი არ დაუჭირა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის  მთავრობას, მან გადაწყვიტა, რომ გადადგომასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელასათვის მიემართა.

ცნობისათვის, მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირასაც დაწერა, მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა, „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ (M5S) ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.



მსგავსი ინფორმაციები