მარიო დრაგი ვოლოდიმირ ზელენსტის ტელეფონით ესაუბრა

მარიო დრაგი ვოლოდიმირ ზელენსტის ტელეფონით ესაუბრა

1857190
მარიო დრაგი ვოლოდიმირ ზელენსტის ტელეფონით ესაუბრა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, დრაგიმ და ზელენსკიმ უკრაინაში ომის ბოლო ვითარება განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, დრაგიმ კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიის მთავრობის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

საკითხთან დაკავშირებით ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში იტალიელ ხალხს ყოვლისმომცველი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები