ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

1856767
ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.

ევროპაში სიცხის გამო გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად 100 ათას ჰექტარზე მეტი დაიწვა.

ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ანომალიური სიცხის გამო 510 ადამიანი დაიღუპა, ამ დროისთვის დამწვარია 70 000 ჰექტარზე მეტი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

გასულ კვირას პორტუგალიაში 47 გრადუსამდე ტემპერატურის გამო 659 ადამიანი დაიღუპა. ბუნებისა და სატყეო მეურნეობის დაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, წელს პორტუგალიაში 39 559 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

საფრანგეთში უფლებამოსილთა განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჟირონდის რეგიონში ტყის ხანძრებმა გაანადგურა 14,800 ჰექტარი და 14,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ტერიტორიიდან. საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

ევროპის სამხრეთიდან წამოსული ცხელი ტალღა ჩრდილოეთისკენ ირლანდიასა და ინგლისშიც გავრცელდა.

ირლანდიაში ტემპერატურა 33,3 გრადუსამდე გაიზარდა, რაც ბოლო 135 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინგლისში 16 წლის მოზარდი სიცხის გამო გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა, რომელიც გუშინ 38.1 გრადუსი იყო, ქვეყანაში პირველად 40 გრადუსს მიაღწევს და ზოგიერთი საჰაერო და სარკინიგზო რეისი გაუქმდა.

გერმანიასა და ბელგიაში ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა 35 გრადუსამდე, ზოგიერთ რაიონში კი 40-მდე მოიმატებს.

შვეიცარიის მთავრობამ ასევე გააკეთა გაფრთხილება ცხელი ტალღის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი სერიოზული საფრთხის წინაშეა.



მსგავსი ინფორმაციები