აშშ-ში ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

1856131
აშშ-ში ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში (ლას-ვეგასის აეროპორტში) ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ნევადას შტატში მდებარე ლას-ვეგასის აეროპორტში Piper PA-46 ტიპის და Cessna 172 მსუბუქი ძრავის ორი მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა.

შემთხვევის შემდეგ ადგილზე რამდენიმე პირველადი სამედიცინო დახმარების ბრიგადა გაიგზავნა. უფლებამოსილების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი ინფორმაციით, Piper PA-46 ტიპის თვითმფრინავი დასაფრენად ემზადებოდა როცა Cessna 172-ს შეეჯახა და შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა ასაფრენი ზოლის Piper 30-Right Runway-ის აღმოსავლეთით.“

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები