ჰულუსი აქარმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრა შეაფასა

ჰულუსი აქარმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრა შეაფასა

1855079
ჰულუსი აქარმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრა შეაფასა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში „საკოორდინაციო ცენტრი“ შეიქმნება. ჰულუსი აქარმა ამის შესახებ, გუშინ სტამბოლში თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების სამხედრო დელეგაციებისა და გაეროს დელეგაციის შეხვედრის შემდეგ შეფასებებისას განაცხადა.

„შეხვედრა, პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ტექნიკურ საკითხებზე, მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. თურქეთი გააგრძელებს თავის წვლილს სასურსათო კრიზისის გადაწყვეტაში, რომელიც ჰუმანიტარული პრობლემაა, რეგიონული და მსოფლიო თვალსაზრისით“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.



მსგავსი ინფორმაციები