ჯო ბაიდენი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას მხარს უჭერს

ჯო ბაიდენი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას მხარს უჭერს

1852459
ჯო ბაიდენი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდნენ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას და რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ამ გაყიდვას.

ჟან-პიერმა თავის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე,  კონგრესის დემოკრატი წევრების ერთი ჯგუფის მხრიდან ჯო ბაიდენის პოზიტიურ განცხადებებზე, თურქეთისთვის F-16-ის გაყიდვის შესახებ შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვართ F-16-ის შესახებ. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით რამდენიმე თვის განმავლობაში. ჯო ბაიდენი ნამდვილად მხარს უჭერს ამ მოთხოვნას. გარდა ამისა, სხვა ახალი არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა, მადრიდში გამართული ნატოს ლიდერთა სამიტის შედმეგ პრესკონფერენციის დრსო საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „რაც მე ვუთხარი (პრეზიდენტ ერდოღანს) დეკემბერში დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ. ჩვენ უნდა მივყიდოთ (თურქეთს) F-16 თვითმფრინავები და ასევე მოვახდინოთ თვითმფრინავების მოდერნიზება. ეს არ არის ჩვენი ინტერესი, რომ ეს არ გავაკეთოთ. მე ვუთხარი მათ, რომ მე არ შემიცვლია ჩემი პოზიცია დეკემბრის შემდეგ. მე მჭირდება კონგრესის თანხმობა, რომ შევძლო ამის გაკეთება. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ამ თანხმობას“.

თავის მხრივ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სენატორთა ერთ-ერთმა ჯგუფმა ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა და მისი დამოკიდებულება, თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვა  გააკრიტიკა.



მსგავსი ინფორმაციები