ერდოღან-დრაგის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-დრაგის ერთობლივი პრესკონფერენცია

1852422
ერდოღან-დრაგის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ გავააქტიურებთ მოლაპარაკებებს, ერთი კვირის განმავლობაში ან 10 დღეში ვეცდებით შედეგის მიღწევას“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ოფოციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, იტალიის პრემიერ-მინისტრთან მარიო დრაგისთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, დრაგისთან შეხვედრაზე, თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„როგორც ხმელთაშუა ზღვის ორმა ქვეყანამ, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ საკითხებზე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ 9 შეთანხმებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციას მრავალ სფეროში. ჩვენი ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები დღითიდღე უმჯობესდება. მიუხედავად ეპიდემიისა, ჩვენი ვაჭრობის მოცულობა 34 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ დონეს, 23 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ის დაბალანსებულია. დღევანდელი მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ჩვენ ადვილად გადავლახავთ 25 მილიარდის ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერდოღანს, შავ ზღვაში მარცვლეული დერეფანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ეს მარცვლეული,  ხორბალი, ქერი, მზესუმზირის ზეთი, არის მსოფლიოში ტრანსპორტირების საკითხი. მაგალითად, ამ საკითხებთან დაკავშირებით ამჟამად ჩვენს ქვეყანას პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის პრობლემა, რომელიც მსოფლიოს აწუხებს. განსაკუთრებით აფრიკაში არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ ვესაუბრებით ორივე მხარეს ამ კუთხით. გვსურს ვიყოთ შუამავალი და გავაგრძელოთ გაეროს ქოლგის ქვეშ ამ საკითხზე მუშაობა. ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ საკითხზე მუშაობას და ერთი კვირის განმავლობაში ან 10 დღეში ვეცდებით შედეგის მიღწევას“.

პრესკონფერენციის დროს მარიო დრაგიმ შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთს ცენტრალური როლი აქვს იმ გეგმაში, რომელზეც გაერო მუშაობს დერეფანთან დაკავშირებით რა, ანკარის მიერ გაწეული სამუშაოები მართლაც და მისასალმებელია.



მსგავსი ინფორმაციები