ჩიკაგოში 4 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩიკაგოში 4 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1852496
ჩიკაგოში 4 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს სიახლოვეს დამოუკიდებლობის დღის (4 ივლისი) აღსანიშნად გამართულ აღლუმზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.  ქალაქ ჰაილენდ პარკის პოლიციის განცხადებით, მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი პირი დაიღუპა რა, გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

მეორეს მხრივ, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი 22 წლის თეთრკანიანი, რობერტ ე. კრიმო, რომელიც იმავე დღეს დანაშაულის ადგილიდან 8 კილომეტრში გაქცევისას დააკავეს, კვირების განმავლობაში მუშაობდა თავდასხმის დაგეგმვაზე და ნახევრად ავტომატური იარაღიდან 70-ზე მეტი გასროლა განახორციელა.

სავარაუდოდ, ეჭვმიტანილს სასამართლოში უახლოეს მომავალში წარადგენენ.

    



მსგავსი ინფორმაციები