დენის შმიგალი: „უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარია საჭირო“

დენის შმიგალი: „უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარია საჭირო“

1852067
დენის შმიგალი: „უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარია საჭირო“

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ომისშემდგომი განვითარებისთვის 750 მილიარდი დოლარია საჭირო. მან ამის შესახებ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის აგრესიის შედეგად მისი ქვეყნის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ზიანი მიადგა, რომლის აღსადგენად 3-ეტაპიანი გეგმა უნდა განხორციელდეს.

მეორეს მხრივ, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ომის შემდგომ ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად სპეციალურ პლატფორმას შექმნის.

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას დახმარების სახით, 6,4 მილიარდი დოლარი უკვე გაუგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები