რუსეთის მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

1850586
რუსეთის მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა მორიგი ავიაიერიში განახორციელა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტა ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელ ბაზას მოხვდა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ასევე 31 ადამიანიც დაშავდა.

ბრატჩუკის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება იმ რაიონში, სადაც თავდასხმა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმა მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #საჰაერო იერიში , #ოდესა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები