დღეიდან ჩეხეთი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დღეიდან ჩეხეთი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

1850711
დღეიდან ჩეხეთი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება. საფრანგეთისგან ამ სტატუსის გადაბარების ცერემონია მადრიდში გაიმართა.

ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში მათი პრიორიტეტები იქნება, 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის მხრიდან ომის გამოცხადებული, უკრაინის მხარდაჭერა, ომით გამოწვეული საიმიგრაციო კრიზისის დარეგულირება, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იქნება.

ჩეხეთი, რომელიც იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც უკრაინას ყველაზე მეტად დაუჭირა მხარი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაში, პრიორიტეტს მიანიჭებს უკრაინის რეკონსტრუქციას.

ცნობისათვის, ჩეხეთმა პირველად 2009 წლის პირველ ნახევარში აიღო ევროკავშირის თავმჯდომარეობა.


საკვანძო სიტყვები: #თავჯდომარე , #ჩეხეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები