ვლადიმერ პუტინი ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს აფასებს

ვლადიმერ პუტინი ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს აფასებს

1850203
ვლადიმერ პუტინი ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს აფასებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება მათ არ აწუხებს.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, კასპიის ზღვის ქვეყნების ლიდერთა მე-6 სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. თუ მათ სურთ, კი ბატონო. თუმცა მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რომ მათთვის ადრე არავითარი საფრთხე არ იყო, ახლა იქ სამხედრო კონტიგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ ადეკვატურად და შევქმნათ ისეთივე საფრთხე ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა ასვე განაცხადა, რომ მათ უკრაინასთან პრობლემები აქვთ და დაამატა: „უკრაინასთან სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. ფინეთსა და შვედეთში მსგავსი არაფერია. ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. თუ შვედეთს და ფინეთს სურთ, ნატოში გაწევრიანდნენ. ნატო არის ცივი ომის ნარჩენი. ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს  საგარეო პოლიტიკის თანამგზავრად იყენებს“.  



მსგავსი ინფორმაციები