ღამის კლუბში ათეულობით ადამიანი ცხედარი იპოვეს
ღამის კლუბში ათეულობით ადამიანი ცხედარი იპოვეს
1848793
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ისტ-ლონდონში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ბოლო მონაცემებით 22 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღამის კლუბში ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზეზით 22 ადამიანი ცხედარი იპოვეს რა, ასევე მრავალი ადამიანიც საავადმყოფოში იქა გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 13-დან 17-მდეა.
ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილები შესაძლოა გაზის მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ.
ქვეყნის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სოციალურ ქსელ, Twitter-იდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში უბედური შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.