უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის „კანდიდატის სტატუსი“ მიანიჭეს

უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის „კანდიდატის სტატუსი“ მიანიჭეს

1847628
უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის „კანდიდატის სტატუსი“ მიანიჭეს

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის „კანდიდატის სტატუსის“ მინიჭება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის გაგრძელების დროს გახდა ცნობილი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა. მიშელმა ეს ფაქტი, „ისტორიულ მომენტად“ შეაფასა. მიშელმა თავის გზავნილში როგორც უკრაინის ასევე მოლდოვას მოსახლეობასაც მიულოცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი საკითხთან დაკავშრებით როგორც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მიულოცა.

მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „გამარჯვებად“ შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის ისტორიული მომენტია.



მსგავსი ინფორმაციები