ეთნიკური დაპირისპირება ეთიოპიაში

დაიღუპა ასეულობით ადამიანი

1845890
ეთნიკური დაპირისპირება ეთიოპიაში

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა ეთიოპიაში უცნობმა პირებმა 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ამჰარას ეთნიკური ჯგუფის წევრები მოკლეს. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ორომიის რეგიონში გასული კვირის შაბათ დღეს მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა, ორომოს განმათავისუფლებელი არმიის (OLA)  მხრიდან განხორციელდა. OLA-ს არმიის პრესსპიკერმა კი ბრალდებები უარყო.

ეთიოპიაში, რომლის მოსახლეობამაც 110 მილიონს გადააჭარბა, ხშირია ეთნიკურ ჯგუფებს შორის მსგავსი დაპირისპირებები.



მსგავსი ინფორმაციები