რატომ გაუქმდა სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში?

რატომ გაუქმდა სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში?

1838064
რატომ გაუქმდა სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში გაუქმდა. სერბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგეი ლავროვის ამ ქვეყანაში ვიზიტის გაუქმების მიზეზი, სამი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს და ბულგარეთის მხრიდან საჰაერო სივრცის გამოყენების უფლების არ მიცემა გახდა.  

საკითხთან დაკავშირებით სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სამი ქვეყნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს ბელგრადში ალექსანდრე ბოკან-ჰარჩენკოს შეხვდება და დღის განმავლობაში განცხადებას გააკეთებს.



მსგავსი ინფორმაციები