ვლადიმერ პუტინი მარიო დრაგის ტელეფონით ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი მარიო დრაგის ტელეფონით ესაუბრა

1833444
ვლადიმერ პუტინი მარიო დრაგის ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ სანქციები მოიხსნება, მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სასურსათო კრიზისის მოგვარებაში.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრთან მარიო დრაგისთან. სატელეფონო საუბრის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ყოველდღიურად ხსნიან ჰუმანიტარულ დერეფანს შავი და აზოვის ზღვების პორტებიდან სამოქალაქო გემების უსაფრთხო გასასვლელად. პუტინმა, დრაგისთან სატელეფონო საუბრის დროს, ასევე შეაფასა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების გაყინვა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, ასევე განიხილეს გლობალური სურსათის უვნებლობის საკითხი. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მისი ქვეყნის მიმართ ბრალდებები მსოფლიო ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების დაბრკოლებასთან დაკავშირებით.

პუტინმა აღნიშნა, რომ წარმოქმნილი პრობლემები დაკავშირებულია წარმოების ფუნქციონირების შეფერხებებთან, ლოგისტიკური ჯაჭვების და დასავლეთის ქვეყნების მიერ კოვიდ-19-ის ეპიდემიის დროს განხორციელებულ ფინანსურ პოლიტიკასთან.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულის საშუალებით თუ დასავლეთის ქვეყნების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის დაწესებული სანქციები და შეზღუდვები მოიხსნება.



მსგავსი ინფორმაციები