ამერიკა რუსეთს მოუწოდებს

ამერიკა რუსეთს მოუწოდებს

1833380
ამერიკა რუსეთს მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთს, რომ დაასრულოს უკრაინასთან ომი და სურსათის გადინებას გზა გაუხსნას.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დღის წესრიგი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის დროს ჟან-პიერი შეეხო 24 თებერვალს დაწყებული, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სასურსათო კრიზისს და აღნიშნა: „რუსეთმა დაუყონებლივ უნდა დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და ასევე უნდა დაუშვას საკვების გადინება უკრაინიდან“.

ჟან-პიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე რა, აშშ-ს ან სხვა ქვეყნების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სურსათს არ მოიცავს.



მსგავსი ინფორმაციები