უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1832225
უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საფრთხეს უქმნის მის ქვეყანას და წუხელ შუაღამისას ‘სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით’ „საგანგებო მდგომარეობა“  გამოცხადდა.

ვიქტორ ორბანმა Facebook-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეუძლებელია პროგნოზირება, როდის დასრულდება მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომი და მისმა მთავრობამ, რომელმაც ფიცი გუშინ დადო, ამ მხრივ ნაბიჯები გადადგა.

ორბანმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ მთავრობას უნდა მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები ომის გამო უნგრეთის დასაცავად, აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა შუაღამისას, კონსტიტუციის შესაბამისად.

მისივე განცხადებით, უნგრეთი შორს უნდა დარჩეს ამ ომისგან და დაიცვას უნგრელი ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, რასაც მანევრირებისა და დაუყოვნებელი მოქმედების სივრცე სჭირდება.

ორბანმა ასევე დაამატა, რომ თვითონ გამოაცხადებს პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებულ იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სამხედრო ინტერვენცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები