ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ბაიდენი: „როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს“?

1832027
ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების, ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტიმ ტელეარხ CNN-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც სამართალდამცველებს დაუპირისპირდა რა, იგი  პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ბაიდენი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ასევე სვამს კითხვას: „როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს“?

მეორეს მხრივ, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სულ 39 შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. გუშინდელი თავდასხმის გარდა, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები