შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

1832046
შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთში ჩამოვლენ, რათა ამ ქვეყანასთან განიხილონ მათი ნატოს წევრობის განაცხადები.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დედაქალაქ ანკარაში შვედეთის და ფინეთის დელეგაციები,  შვედეთის სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივნის, ოსკარ სტენსტრომის და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის იუკა სალოვაარას ხელმძღვანელობით ჩამოვლენ.

შეხვედრას თურქეთის სახელით, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი დაესწრება. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

შეხვედრაზე, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადები იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები