შვედეთის და ფინეთის დელეგაციები ხვალ თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები ხვალ თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

1831747
შვედეთის და ფინეთის დელეგაციები ხვალ თურქეთთან შეხვედრას გამართავენ

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები ხვალ თურქეთში ჩამოვლენ, რათა ამ ქვეყანასთან განიხილონ მათი ნატოს წევრობის განაცხადები.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხვალ დედაქალაქ ანკარაში შვედეთის და ფინეთის დელეგაციები,  შვედეთის სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივნის, ოსკარ სტენსტრომის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის იუკა სალოვაარას ხელმძღვანელობით ჩამოვლენ.

შეხვედრას თურქეთის სახელით, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი დაესწრება.

შეხვედრაზე, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადები იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები