ოცი ქვეყანა უკრაინას ახალი იარაღით დახმარებას გაუწევს

სტინის თქმით, 20 ქვეყანამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ახალი იარაღით დახმარებას გაუწევს

1831427
ოცი ქვეყანა უკრაინას ახალი იარაღით დახმარებას გაუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის თქმით, 20 ქვეყანამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ახალი იარაღით დახმარებას გაუწევს.

ლოიდ ოსტინი და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი, 47 ქვეყნის სამხედრო და თავდაცვის ოფიციალურ პირებთან ერთად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ.

ონლაინ შეხვედრის შემდეგ ორივე ოფიციალურმა პირმა პრესკონფერენცია გამართა.

მინისტრმა ოსტინმა განაცხადა, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, კოლუმბია და ირლანდია.

იგი შეეხო მონაწილე ქვეყნების უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მტკიცე გადაწყვეტილებას და დასძინა: „იყო ასევე ძალიან დამაკმაყოფილებელი განცხადებები უკრაინის დამატებითი დახმარების შესახებ. 20-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ უკრაინას ახალი იარაღით დახმარებას გაუწევს. ბევრი ქვეყანა ჩუქნის კრიტიკულად საჭირო საარტილერიო ჭურვებს, სანაპირო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს და სხვა ჯავშანტექნიკას“.

ოსტინმა მადლობა გადაუხადა დანიას, რომელმაც გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდიდა Harpoon-ის რაკეტებს და გამშვებებს მისი სანაპიროების დასაცავად, და ჩეხეთს, რომელიც დაჰპირდა უკრაინის არმიას ტანკებით, რაკეტებითა და ვერტმფრენებით დახმარებას.

შეხვედრაზე ამერიკელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ნორვეგია, საბერძნეთი, პოლონეთი და იტალია უკრაინას ახალ საარტილერიო სისტემებს და საბრძოლო მასალებს მიაწვდიან.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #იარაღი , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები