კლემენტ ბონი: „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება“

კლემენტ ბონი: „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება“

1830586
კლემენტ ბონი: „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება“

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, კლემენტ ბონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება. ბონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში წინადადებას შექმნას, „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელიც დაეხმარება უკრაინას, ევროკავშირში უფრო ადრე ინტეგრაციას.

„არ მინდა უკრაინელებს რაიმე ილუზიები ან სიცრუე წარვუდგინო“, - განაცხადა კლემენტ ბონმა.

“ჩვენ გულახდილები უნდა ვიყოთ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ექვსი თვე, წელიწადი, ან ორი წელი დასჭირდება, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15-20 წელში მოხდება, ამას დიდი დრო სჭირდება”. – თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ შექმნის ინიციატივას სავარაუდოდ, ივნისში ევროკავშირის სამიტზე წამოაყენებს.



მსგავსი ინფორმაციები