უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა

1829307
უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა
ukrayna rusya'nin kaybi.jpg

უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული არმიის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1828 სასწავლო დაწესებულება, მათგან 171 მთლიანად განადგურდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავდასხმები დაიწყო, 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 19 მაისამდე რუსეთის დანაკარგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 200 ჯარისკაცი დაკარგა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა არმიამ სულ დაკარგა 28500 ჯარისკაცი, განადგურდა რუსების კუთვნილი 203 თვითმფრინავი, 167 შვეულმფრენი, 1254 ტანკი, 3063 ჯავშანტექნიკა, 595 საარტილერიო სისტემა, 199 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგა 2 ათას 157 მანქანა, 13 გამი და მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა, 455 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე რუსების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმაც გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სულ 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ბავშვები , #ომი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები