ფინეთმა და შვედეთმა იენს სტოლტენბერგს ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს

ფინეთმა და შვედეთმა, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს

1828793
ფინეთმა და შვედეთმა იენს სტოლტენბერგს ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს

ფინეთმა და შვედეთმა, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს.

გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, წერილები ნატოში აკრედიტებული შვედი და ფინელი ელჩებისგან ჩაიბარა.

სტოლტენბერგმა აქ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და რომ ის მიესალმება ორივე ქვეყნის მოთხოვნებს.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გაზრდის ნატოს უსაფრთხოებას და დაამატა:

"დღევანდელი განაცხადის გაკეთება ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ ნატოსკენ მიმავალ გზას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა მოკავშირის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დეტალურად განვიხილოთ ყველა საკითხი და მივაღწიოთ სწრაფ შედეგს."

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა მოკავშირე თანახმაა ნატოს გაფართოების აუცილებლობაზე.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #შვედეთი , #ფინეთი

მსგავსი ინფორმაციები