ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად არჩეული

ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად არჩეული

1828348
ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად არჩეული

პარტია „ფიდესის“ გენერალური თავჯდომარე ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად არჩეული. აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმა მიიღო. 199-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში გამართულ ფარულ კენჭისყრაზე ვიქტორ ორბანმა 133 დეპუტატის ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს დემოკრატიულმა კოალიციამ (DK) და Jobbik-მა.  27 დეპუტატმა კი მას მხარი არ დაუჭირა.

ასე, რომ ვიქტორ ორბანი უკვე მეხუთედ აირჩიეს (1998-2010-2014-2018) უნგრეთის პრემიერ-მინისტრად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 აპრილს ქვეყანაში გამართულ არჩევნებში მმართველმა „ფიდესის“  და KDNP-ს ალიანსმა ხმების 54 პროცენტი მიიღო და 199-მანდატიან პარლამენტში 135 ადგილი მოიპოვა.



მსგავსი ინფორმაციები