ჯო ბაიდენმა კუბის მიმართ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა

ჯო ბაიდენმა კუბის მიმართ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა

1828381
ჯო ბაიდენმა კუბის მიმართ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წინა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან კუბის მიმართ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა.

თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი  განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა, ტრამპის დროს კუბის წინააღმდეგ შემოღებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა.

ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განახლდება ფრენები კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ასევე ჰავანის გარდა სხვა ქალაქებში მცხოვრები ოჯახების გაერთიანების პროგრამები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კუბაში საგანმანათლებლო ან საქმიანი მიზნებისთვის ჯგუფური ვიზიტებიც დაიშვება. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ  ამ ქვეყანაში ყოველ 3 თვეში მაქსიმუმ 1000 დოლარის ოდენობის ფულის გაგზავნის ლიმიტიც მოიხსნება.


საკვანძო სიტყვები: #შეზღუდვები , #კუბა , #ჯო ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები